[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნესის სკოლის სტუდენტები თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე იმყოფებოდნენ

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საგნის – სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე.

ვიზიტის მიზანი იყო სამედიცინო და გამაჯანსაღებელი სერვისების გაცნობა, რომელსაც სპა კურორტი სთავაზობს მომხმარებელს. სტუდენტებმა მოინახულეს სპა კურორტის როგორც გამაჯანსაღებელი ნაწილი, სადაც მომხმარებელი სპა პროცედურებს იღებს, ასევე სამედიცინო ნაწილი, სადაც სამკურნალო პროცედურები ტარდება.

სტუდენტებმა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის კვალიფიციური პერსონალისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არამხოლოდ ცენტრის მრავალწლიან ისტორიასა და სერვისებზე, არამედ ზოგადად ბალნეოლოგიასა და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალთან დაკავშირებით საქართველოში.