[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

 ბიზნესის სკოლის სტუდენტები გამაჯანსაღებელ ცენტრში Hedone Wellness Home იმყოფებოდნენ

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საგნის – სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ გამაჯანსაღებელ ცენტრში Hedone Wellness Home.

მათ ჩაუტარდათ ინფო-ტური ცენტრის მენეჯერის მიერ, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი სერვისების შესახებ, რასაც ჰედონე მომხმარებელს სთავაზობს. განხილულ იქნა ზოგადი ტენდენციები გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში, ისევე როგორც სხვა უამრავი საინტერესო და სასარგებლო თემა ველნესის გარშემო.

ვიზიტი სტუდენტებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ მიეცათ საშუალება, ეხილათ წარმატებული ველნეს ცენტრი, რომელიც არ შეუშინდა პანდემიას და რეალურ მაგალითზე დაყრდნობით ემსჯელათ სფეროს პრინციპებზე.