შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის ორდღიან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც 105 მოსწავლე დაესწრო.
ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის, ტურიზმისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებსა და ეფექტური კომუნიკაციისა და წარმატებული პრეზენტაციის გამართვის მეთოდებს.
ტრენინგის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის სხვა ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ბიზნეს გეგმები.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის 10% დაუფინანსდებათ.
ტრენინგისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ბიზნეს ანბანის პროექტი 13-17 მარტს ონლაინ ტრენინგს გამართავს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3Y6VNeV