2021 წლის 17 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამართა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.
შეხვედრის ფარგლებში მოხდა შემოდგომის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში.