[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

ბიზნესის სკოლა

სტუდენტები შეძლებენ იმსჯელონ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. უშუალოდ დაესწრონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ჩაერთონ საკითხების კვლევაში, მიიღონ მონაწილეობა დებატებსა და სხვადასხვა აქტივობაში. ეს არის უნიკალური შანსი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად.

კომიტეტში შექმნილია ყველა პირობა, რომ სტუდენტებმა გუნდურად იმუშაონ სხვადასხვა სახის ინიციატივასა და თემატური პროექტების განხორციელებაზე.

კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და უშუალო შეხება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან.

საპარლამენტო სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

წევრების მიღება დასრულდება 2021 წლის 31 იანვარს. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6T__NTVyRrFSnye_tgJ2mh71YYBxbPuHfLWqIOVQ9k4AkoQ/viewform?fbclid=IwAR1jkVLVzhUs73E-OvLQv7UC6yxXwG7MPiDWd_eudZs7mMZMDhqWc8sjZig

შერჩეულ მონაწილეებს დაუკავშირდებიან აპლიკაციის შევსებიდან 1 კვირაში.

პროექტის ერთი სემესტრის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, გადმოგეცემათ სერტიფიკატი, ხოლო სრული კურსის წარმატებით დახურვისას სტაჟირების დამადასტურებელი დიპლომი.