ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე “ბიოლი”, რომელიც კოჯორში მდებარეობს.
სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები.
ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს, რომელიც სტუდენტებს მცენარეების და მათი ნაყენების სამკურნალო თვისებებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.