[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ფრთხილად, დეზინფორმაციაა!

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი ახორციელებს პროექტს „ფრთხილად, დეზინფორმაციაა!“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან „ფონდი პროდემოსი“ და „სექტორი 3“.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტებში სტუდენტებთან შეხვედრები.

სტუდენტებთან სააუდიტორიო შეხვედრა მოიცავს 15-20 წუთიან პრეზენტაციას დეზინფორმაციის შესახებ. მოხსენების შინაარსი დაფარავს დეზინფორმაციის ცნების განმარტებას, მის გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს, დეზინფორმაციის გამოვლენის ფორმებს, დეზინფორმაციის განხორციელების მიზნებსა და შედეგებს, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლოს მექანიზმებს, ინდიკატორებს, რომლებიც ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკმაოდ ეფექტიანად გაფილტროს დეზინფორმაციული ნარატივი.

შეხვედრის მეორე ნაწილში წარიმართება დისკუსია აუდიტორიასთან. დისკუსიის შემდეგ გაიმართება ერთგვარი სახალისო „ქვიზი“, „Kahoot-ის“ ფლატფორმის გამოყენებით, რაც ერთი მხრივ, შეხვედრაში მონაწილეებს დაეხმარება მოსმენილი ინფორმაციის გააზრებაში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევძლებთ დამსწრე აუდიტორიის ცნობიერების გაზომვას დეზინფორმაციის საკითხებზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირები არიან: