ჰაკათონი ფინანსურ ტექნოლოგიებში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჰაკათონი ფინანსურ ტექნოლოგიებში

ბიზნესის სკოლა

საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებით  7-8-9 ოქტომბერს იმართება მასშტაბური ჰაკათონი ფინანსური ტექნოლოგიების დარგში.

ჰაკათონის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების  და პროდუქტების შექმნა, ფინტექის პუპულარიზაცია და
ცნობადობის ამაღლება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა იმუშაონ რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ახალი ტალანტების აღმოჩენასა და მათ დასაქმებაში. შესაბამისად, ჰაკათონი გათვლილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებზე (ასაკი 18-28).

ჰაკათონის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს:

  • 1 ადგილი -15 000 ლარი
  • 2 ადგილი -10 000 ლარი
  • 3 ადგილი – 5 000 ლარი

ჰაკათონის თანაორგანიზატორია „ალტე უნივერსიტეტი“.  მთავარი ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საელჩო საქართველოში, ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტო. ღონისძიების ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები.

ეს არის უპრეცენდენტო ღონისძიება, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და იდეები, მიიღონ ფულადი ჯილდო და დასაქმდნენ საქართველოს წამყვან ფინტექ კომპანიებში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/1827532117587002