[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შემოდგომის ლეგენდა 2019 შენი აღმოჩენის დროა!

ბიზნესის სკოლა

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი – სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 16 სექტემბრიდან – 13 ოქტომბრის ჩათვლით, შეავსეთ აპლიკაცია და მიამაგრეთ ნაშრომი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Qc888SvXp6AT7aff7

პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 700 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

www.tse.edu.ge

2 22 23 91

www.facebook.com/tsu.legenda