ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა 3 დღიანი ტრენინგი სტუდენტებისათვის „Blockchain – ახალი მაღალტექნოლოგიური პროფესიების დაუფლების უმოკლესი გზა“, რომელსაც უძღვებოდა Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი ალექს სუდაძე. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს ისეთ საკითხები, როგორიცაა – Blockchain-ის გამოყენება ფინანსებში (კრიპტოვალუტებით ოპერირება და კლასიფიკაცია), ტექნიკურ სპეციალობებში – გადანაწილებული მონაცემთა ბაზების მართვა და სისტემატიზაცია, იურისპრუდენციაში – smart-contract-ების დამუშავება, ინტერნეტ-პროგრამირება, ანალიტიკაში – სპეკულაციური ინსტრუმენტების გამოყენება (ფუნდამენტური და ტექნიკური თრეიდინგის საფუძვლები).
მონაწილეებმა რომლებაც ჩააბარეს გამოცდა და წარმატებით გაიარეს კურსი გადაეცათ სერთიფიკატები. საუკეთესო ქულების მქონე სამი მონაწილე კი დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით.