[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა

ბიზნესის სკოლა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართა „სოციალური საწარმოების II #B2B გამოფენა“.
ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით უერთდება „სოციალური საწარმოების საერთაშორისო დღეს“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება. ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები, მათი ინტერესების შესაბამისად, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ თითოეულ სოციალურ საწარმოსთან შესაძლო თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია ერთ სივრცეში.