[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პროექტ “ბიზნეს ანბანის” ნოემბრის ტრენინგები

ბიზნესის სკოლა

2018 წლის 6 ნოემბერს დაიწყო პროექტ “ბიზნეს ანბანი”-ს მორიგი ტრენინგი. პროექტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა პროექტის კოორდინატორმა თამუნა პაპასკირმა. შემდეგ მონაწილეებს მიმართეს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ბუღულაშვილმა და მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის მოსწავლე გადანაწილდა, სადაც დაესწრნენ ტრენინგის პირველ დღეს. ტრენინგის პირველ დღეს სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას და მიიღეს ინფორმაცია თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს ეპოვათ საკუთარი თავი ბიზნესში და აღმოეჩინათ აქამდე მათთვის უცნობი უნარ-ჩვევები. „ბიზნეს ანბანი“-ს პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, მიუხედავად მათ მიერ არჩეული სამომავლო პროფესიისა. პროექტის ტრენერები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა წარმატებულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.