შავი ზღის საეთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ფაკულტეტის წარმომადგენელმა და პროექტის კოორდინატორმა, თამთა ლეკიშვილმა 14-დან 16 მაისის ჩათვლით ნიუ-იორკში გამართულ უმსხვილეს კონფერენციაში „Consensus 2018-ში“ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 4 000-ზე მეტი ამ სექტორში მოღვაწე სტარტაპ კომპანია, ინვესტორი, ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს მხარდაჭერით, კონფერენციას საქართველოდან კიდევ 3 ქართული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანია და 2 კერძო უმაღლესი სასწავლებელი დაესწრო, რომლის წარმომადგენლებსაც საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ინდუსტრიაში არსებულ ყველა მიმდინარე ტრენდულ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაემყარებინათ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები უცხოურ კომპანიებთან. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფაკულტეტზე მიმდინარე „Business-Univeresity Partnership” პროექტის განვითარების თვალსაზრისით.