[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნეს ფორუმი: “ბიზნესი სტერეოტიპების გარეშე”

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციების: Key Consulting და სეიკოდო /Seikodo ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს ფორუმი: “ბიზნესი სტერეოტიპების გარეშე”.

პროექტზე მოწვეულმა სპიკერებმა მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს შემდეგი მიმართულებით:

1. ადამიანური რესურსების მართვა
2. გაყიდვები აქცენტებით
3. მარკეტინგი – ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები
4. სოციალური პასუხისმგებლობა და მისი მნიშვნელობა

სპიკერებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმოიხილეს არჩეული თემა და შემოგვთავაზეს პრობლემების გადაჭრის ორიგინალურ გზები ბიზნესის მიმართულებით.

ღონისძიების მონაწილე სპიკერები იყვნენ:
ლიკა ოხანაშვილი – Key Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი
ია ნიორაძე – სეიკოდო / Seikodo – დამფუძნებელი და დირექტორი
ლევან ჭითანავა – მედია ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ფეიქრიშვილი – პალიტრა მედია ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
ეკა ზედელაშვილი – სამშენებლო ჰოლდინგი ,,ელემენტ კონსტრაქშენი” + ,,all-p” ჯგუფი” – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ნათია ნატროშვილი – New age ახალი ერა – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
როლანდი მაისურაძე – სასოფლო სამეურნეო კომპლექსი „ბეღანას ფშა“ – დირექტორი
რეზო ტაბატაძე – საბროკერო კომპანია VipTrade-ს დირექტორი