30 მარტს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური საერთაშორისო ლოგიკური თამაშების ღონისძიება Puzzle day ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ კომპიუტერული მეცნიერება არ მოიცავს მხოლოდ პროგრამირებას, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ დაფუძვნებულია პრობლემების გადაჭრის მოკლე და ლოგიკურ მიდგომებზე.