[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

DAAD-ისა და Erasmus+ -ის წარმომაგენლები საქართველოში

ბიზნესის სკოლა

26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით DAAD-ისა და Erasmus+-ის წარმომაგენლები პროექტის “ყირგიზეთსა და საქართველოში პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის გავრცელება” ფარგლებში გეგმავენ ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის განმავლობაში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები სტუდენტებისა და პროფესორებისათვის:

  • ცვიკაუს უნივერსიტეტის, Erasmus+-ისა და DAAD-ის პრეზენტაცია – წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს, რექტორს და გაიმართება გაცნობითი სახის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდება 26 აპრილს, 16:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, A101 ოთახში.
  • 26-27 აპრილს, 17:00 საათზე, პროფესორი მარიო ნოგებაუერი სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორქშოფს Raspberry Pi-ის შესახებ. 28 აპრილს კი, 13:00-დან 20:00 საათამდე, ვორქშოფის მონაწილეებისთვის გაიმართება ჰაკათონი. ჰაკათონის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ჩვენი სპონსორი კომპანიის Orient Logic-ის მიერ გამოყოფილი პრიზებით და ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ 1 თვიანი სტაჟირება ჩვენს პარტნიორ კომპანიაში – Flash.ge. ვორქშოპი და ჰაკათონი გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  B306 ლაბორატორიაში.
  • 1-3 მაისს, 10:00-დან 17:00 საათამდე პროფესორი მარიო ნოგებაუერი ჩაატარებს ვორქშოფს “Train-the-Trainer” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისათვის. ვორქშოფის თემა იქნება საინფომრაციო სისტემები. ბატონი მარიო დამსწრეებს გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას საინფორმაციო სისტემების სფეროში.
  • 4 მაისს პროექტის წარმომადგენლები გეგმავენ ვიზიტს კომპანიებში, რომლებიც DAAD-ის ინდუსტრიული პარტნიორები არიან და რომლებშიც დასაქმებულნი არიან მაგისტრატურის სტუდენტები.