[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დევიდ ლის შეხვედრა სტუდენტებთან

ბიზნესის სკოლა

12 დეკემბერს დევიდ ლი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს. მან სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა კომუნიკაციისა და ლიდერეობის მნიშვნელობაზე ბიზნესში. ის საქართველოში 2004 წლის თებერვალში ჩამოვიდა და 2016 წლამდე იყო მაგთიკომის, ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიის, აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2008-დან 2016 წლამდე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი.
ამჟამად ის არის ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ევროპის ფონდისა და CRRC-ის თავმჯდომარე. დევიდმა დაამთავრა მაგისტრატურა ვარვიცკის ბიზნეს სკოლაში და აქვს KMPG-ს დიპლომირებული ბუღალტერის კვალიფიკაცია, ლაპარაკობს ქართულად და რუსულად. ყოფილი სამეფო საზღვაო ოფიცერი 1990 წლიდან უძღვება განვითარებად ბაზრებში არსებულ კომპანიებს.