2019 წლის 26 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში: საბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დიაგნოსტიკური შეფასება „საბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შედარებითი ანალიზის სისტემის გამოყენებით“. შედარებითი ანალიზის სისტემა არის ხელსაწყო, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს, აღნიშნულ სასწავლო პროგრამის სილაბუსები შეადარონ საერთაშორისო ნიშნულებს, ხარვეზების აღმოჩენისა და მათი გამოსწორების მიზნით. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტი ნატალია კონოვალენკო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს ესტუმრა. იგი შეხვდა აკადემიურ პერსონალს და პროგრამის კოორდინატორს. შეხვედრის ფარგლებში განიხილული იქნა შეფასების პროცესის თავისებურებები.