[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სასწავლო ვიზიტი პოლონეთში და სტუდენტების წარმატება.

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19 და 20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესში, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენმა სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს. IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.