[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გერმანელი დამსაქმებლების ვიზიტი იბსუ-ში

ბიზნესის სკოლა

წელს, პირველად, ტურიზმის საბაკალარო პროგრამის მეოთხე კურსის 4 სტუდენტი, 10 კრედიტიანი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში მიემგზავრება გერმანიაში, გოლჩენში, ქალაქ შვერინთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმრო Familien Wellness Hotel Seeklause-ში, სადაც ისინი 3 თვის განმავლობაში მენტორის თანხლებით გაივლიან სტაჟირებას სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში. სწორედ ამ მიზნით, 2019 წლის 10 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტს ესტუმრნენ სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის გერმანელი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები. „ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტისა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტების 3 თვიან სტაჟირებაზე გაგზავნასა და მათ დასაქმებას გერმანიაში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ:

  1.  გაირონ ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში;
  2.  მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმების პროგრამაში და
  3.  მიიღონ პროფესიული განათლება გერმანიაში;

ბიზნესის მართვის ფაკულტეტისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისთვის აღნიშნული თანამშრომლობის უპირატესობაა:

  •  პარტნიორი სასწავლო დაწესებულების მოძიება (თანამშრომლობის ხელშეკრულება);
  •  აქტიური თანამშრომლობა ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენელთან; თანამშრომლობის გაღრმავება გერმანიის სასტუმროებსა   და რესტორნებთან;
  •  პროექტის ხანგრძლივობის უზრუნველყოფა;
  •  ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა მოიცავს სტაჟირებას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის:

პრაქტიკის დანიშნულება:

  •  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  •  უცხო სამუშაო გარემოსთან შეგუება;
  •  ახალი კულტურის გაცნობა;
  •  პროფესიული უნარების განვითარება;
  •  კონტაქტის დამყარება ადგილობრივ მოსახლეობასთან;
  •  გერმანული ენის შესწავლა;

რას მიიღებენ სტუდენტები პრაქტიკის გავლის შემდეგ:

    •  სტუდენტებს, მომავალ მენეჯერებს ტურიზმის დარგში, ეძლევათ საშუალება პრაქტიკას პროცესში დააკვირდნენ;
    •  რეალიზებული მენეჯერების ქმედებებს;
    •  საქმის დელეგირების პროცესს.

ისწავლონ (საკუთარ მაგალითზე):

  •  ქვედა რგოლის საქმიანობა;
  •  გერმანული პუნქტუალურობა;
  •  სტრესულ და უცხოენოვან გარემოში მუშაობა.

მიიღონ:

  •  მუშაობის გერმანული სტილის გამოცდილება;
  •  სერტიფიკატი/პრაქტიკის შეფასება-კონკურენტული უპირატესობა ქართულ შრომით ბაზარზე.