[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ბიზნესის სკოლა

ტრენერი:მარიამ ქსოვრელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სწავლობს 100%-იანი დაფინანსებით და უნივერსიტეტისგან იღებს სტიპენდიას. ის იყო ეროვნული გამოცდების რეიტინგით საუკეთესო ოცეულში. უკვე მეორე წელია, რაც ფაკულტეტის სტუდენტ-ასისტენტია და აქტიურად მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე ღონისძიებებში, როგორიცაა საზაფხულო სკოლა და კომპიუტერული მეცნიერების კვირეული. ასევე მუშაობდა ასისტენტად DAAD უნივერსიტეტების ბიზნესპარტნიორობის პროგრამაში.

კურსის მიზანი

კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ოფისის პროგრამების, Word-ის, Excel-ის და Powerpoint-ის გამოყენებას. ასევე ისწავლიან google-ის აპლიკაციებთან მუშაობას, როგორებიცაა Docs, Sheets და Slides, ეს აპლიკაციები ფართოდ გამოიყენება ონლაინ ჯგუფური მუშაობისთვის. კურსის დასასრულს მოსწავლეები მოამზადებენ პროექტებს მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ.

კურსი მოიცავს

  • Word
  • Excel
  • Powerpoint
  • Google Docs
  • Google Sheets
  • Google Slides
  • Google Forms
  • Google Drive
  • Google Calendar

სწავლების ენა

ქართული და ინგლისური

სამიზნე ჯგუფი

კურსში მონაწილეობის საშუალება აქვთ დაინტერებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

გადასახადი

უფასო

რეგისტრაცია

გადადით შემდეგ ბმულზე: