ტრენერი: თორნიკე ყიფიანი
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.უმცროსი დეველოპერი და დიზაინერი,2 წლიანი გამოცდილებით ვებ-გვერდების შექმნაში. მუშაობს ინდივიდუალურად და კომპანიებთან თანამედროვე ვებ-გვერდების შესაქმნელად.
მოცემულ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობის შევსების გამო.
კურსის მიზანი
HTML და CSS გამოიყენება ვებ-გვერდების შესაქმნელად და მის გასაფორმებლად.კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ვებ-HTML-ის ძირითად სტრუქტურებს,როგორ გამოიყენონ ხისებრი სტრუქტურა ვებ-გვერდის შესაქმნელად და CSS-ი მის გასაფორმებლად.
საგანი მოიცავს
- HTML-ის შესავალს
- Body ელემენტებს
- სურათებს
- სიებს
- ფონტის სტილს
- სტილის შესახებ ინფორმაციას
- ცხრილებს
- ცხრილების სტილს
- Div, Span და სხვა კონტეინერებს
სწავლების ენა
ქართული
სამიზნე ჯგუფი
კურსში მონაწილეობის საშუალება აქვთ დაინტერებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
გადასახადი
უფასო