[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პროგრამირება და აპლიკაციები

ბიზნესის სკოლა

ტრენერი: ნინო გრიგორიან

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკლუტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ამჟამად დასაქმებულია ფაკულტეტზე სტუდენტ ასისტენტად. მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეული. გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული DAAD-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონ 2017-ის.

ტრენერი: ნიკა ნარუშვილი

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკლუტეტის მეორე კურსის სტუდენტი. გახდა DAAD-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონ 2017-ის ერთ-ერთი გამარჯვებული. მისმა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა 2017 წლის ზამთრის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე. მუშაობს ფაკულტეტში როგორც სტუდენტ ასისტენტი. იყო ერთ-ერთი ტრენერი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეულზე.

მოცემულ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობის შევსების გამო.

კურსის მიზანი

ამ კურსის გავლით თქვენ დაეუფლებით პროგრამირების საფუძვლებს და შექმნით სხვადასხვა სახის მარტივ აპლიკაციებს, ამ ყველაფერს ისწავლით პროგრამული ენის – C#-ს გამოყენებით, რომელიც შექმნილია Microsoft-ის მიერ და აქტიურად გამოიყენება მრავალი სახის პროგრამაში. კურსის საბოლოო პროექტია თამაშის შექმნა, სადაც მოთამაშე ეცდება დამალული სურათები ერთმანეთს დაამთხვიოს.

საგანი მოიცავს

  • შესავალი პროგრამულ ენებში
  • მარტივი მონაცემთა ტიპები
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციები
  • პირობითი ოპერატორები
  • ციკლები
  • მასივი,სია
  • შესავალი windows forms-ში
  • ფუნქციები
  • ფინალური პროექტი

სწავლების ენა

ქართული და ინგლისური

სამიზნე ჯგუფი

კურსში მონაწილეობის საშუალება აქვთ დაინტერებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

გადასახადი

უფასო