27 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები 30-ზე მეტ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეხვდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. არქიტექტურის პროგრამა პროგრამის კოორდინატორმა, პროფესორმა გიორგი წანაწყენიშვილმა წარადგინა.