[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მასტერკლასი „ბიზნეს იდეები გენერირება და განხორციელება“

ბიზნესის სკოლა

19 აპრილს ჩატარდა მასტერკლასი „ბიზნეს იდეები გენერირება და განხორციელება“. ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა KAR.GE-ს დამფუძნებელს ბატონ ტარიელ ზივზივაძეს, რომელსაც 55-ზე მეტი უნიკალური პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის რომ კარგი იდეა გვქონდეს ბიზნესისთვის.

„გქონდეთ ბიზნეს იდეა არ კმარა. ან გაქვთ გადაწყვეტა არსებული ან მომავალი პრობლემისათვის, ან არ გაქვთ არაფერი. მეტიც, გადაწყვეტის არსებობის შემთხვევაშიც კი უნდა არსებობდეს ის, ვინც იმ პრობლემის გადაჭრაში თქვენ ფულს გადაგიხდით.“ – ამბობს ბატონი ტარიელი.