28 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში DAAD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჰაკათონი Raspberry Pi-ს გამოყენებით. ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უტარდებოდათ ვორქშოპი, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი პროფესორი მარიო ნოგებაუერი.
🏆🎁 ჰაკათონის პირველი და მეორეადგილოსანი მონაწილეები დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა, როგორიცაა Orient Logic და Smart Web.