[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს ბიზნესის სკოლის საორიენტაციო შეხვედრა

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.

შეხვედრა ემსახურებოდა 2022/2023 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრაზე მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა:

  • პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია
  • აკადემიური კალენდარი
  • სალექციო პროცესი
  • სტუდეტთა შეფასება
  • კრედიტების აღიარება
  • საგამოცდო პროცესი
  • სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება
  • აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობა და კვლევითი პროქტები
  • სოციალური აქტივობები

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს.