სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო.
IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi.
გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი “განთიადი” ცემში, სადაც კურორტის გენერალურმა მენეჯერმა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე, ველნეს პრინციპებზე დაფუძნებული სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი.