შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჰოლიდეი ინნ-ში მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, როგორც ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”-ს მოხალისეებმა.
ფორუმის პარალელურად გაიმართა საინფორმაციო სესიები: ,,ხელმისაწვდომი დასაქმების პოლიტიკა, რა სურს დამსაქმებელს და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს, ეფექტური სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა”.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, კომპანია/ორგანიზაცია/Think Tank. აღნიშნული ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციიის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.