[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ინფორმატიკა

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში (BSI) შექმნილია შემდეგი მიზნებისათვის: სტუდენტებს მისცეს მყარი ცოდნა ფიზიკურ მეცნიერებებში, მათემატიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. სტუდენტები აღჭურვოს კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებების ფუნდამენტურ პრინციპებსა და გამოყენებაზე დაფუძნებული ინტერდისციპლინარული განათლებით. სტუდენტებს განუვიათაროს შესაბამის ფორმატში პროფესიული კომუნიკაციის უნარები. მოამზადოს სტუდენტები კომპეტენტური, პასუხიმგებლიანი და ღირსეული კარიერისთვის. შესთავაზოს სტუდენტებს ქვედისციპლინების შესწავლის მაქსიმალურად ფართო არჩევანი მეოთხე კურსზე არჩევითი საგნების (45 ECTS) სახით. შეასწავლოს სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების შემდეგი ფუნდამენტური სფეროები: კომპიუტინგის თეორია, დაპროგრამება, კომპიუტერული სისტემების ორგანიზაცია, ციფრული დიზაინი, რიცხვითი ანალიზი, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები და ა.შ. სტუდენტები აღჭურვოს საინჟინრო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კრეატიულობით, ცოდნით მოტივაციითა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობის გააზრებით.

დასაქმების სფერო

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სამსახურის დაწყება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში (პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული კომპანიები, ვებ ჰოსტინგის კომპანიები, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების მქონე ნებისმიერი კომპანია, მათ შორის საბანკო, ჯანდაცვა, დაზღვევა და სამთავრობო სისტემები), აგრეთვე, სხვადასხვა ბიზნეს კოოპერაციაში, საჯარო დაწესებულებებში და ა.შ. დასაქმების სფეროები შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მხარდაჭერა, სისტემური ადმინისტრირება, მონაცემების მართვა, კვლევა, სწავლება და კონსულტაციის გაწევა და სხვა მსგავს დარგებში.

პროგრამაზე მიღება – ინფორმატიკა

საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მე-4 დამატებითი საგანი, რომელიც უნდა ჩაბარდეს 3 სავალდებულო საგანთან ერთად, შეიძლება იყოს: მათემატიკა ან ფიზიკა.

საერთაშორისო სტუდენტების მიღება:

www.iro.ibsu.edu.ge

სწავლების ენა:  ქართული და ინგლისური

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)

მიღებული კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი

სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის: ქართული სექტორი 3540 ლარი

                                                                                                        ინგლისური სექტორი 3960 ლარი

სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისათვის: 3000 აშშ დოლარი

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (161)

ელექტრონული ფოსტა: ctenfaculty@ibsu.edu.ge