[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის განხორციელდა გასვლითი ლექცია-სემინარი

ბიზნესის სკოლა

2022 წ.  12 ივნისს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ტურიზმის  საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტებისთვის,   სასწავლო  კურსის  „ტურიზმის საფუძვლების“  ფარგლებში,  განხორციელდა  გასვლითი  ლექცია-სემინარი . შეხვედრა  ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას ავლაბრის უბანში ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის უნიკალურ დარბაზში, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.    შემაჯამებელი  ლექცია -სემინარის  ფაარგლებში   სტუდენტებს საშუალება  მიეცათ   გამოეთქვათ საკუთარი  აზრი  სასწავლო  კურსის  და  ზოგადად  არჩეული პროფესიის პრიორიტეტებისა და  გამოწვევების  შესახებ. შემდეგ  ლექტორთან ერთად  სტუდენტები  ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულის ინდუსტრის სხვადასხვა საწარმოებს   ესტუმრნენ,   სადაც  მიიღეს  ინფორმაცია   ტურისტული ბიზნესის  არსებული მდგომარეობის შესახებ. დასასრულს  აბანოთუბანში,    კურსის ფარგლებში   ორგანიზებული ფოტოკონკურსის  გამარჯვებულს,   მ. ვიბლიანს   ლექტორმა  სპეციალური  პრიზი  გადასცა.