[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა კაპიტალის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით

ბიზნესის სკოლა

2017 წლის 24 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის ეკონომისტს, საქართველოს რეზიდენტის მისიაში, გიორგი ლუარსაბიშვილს. მან ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე,რომელიც საქართველომ პარტნიორების მხარდაჭერით, რომელთაგან ერთ-ერთი აზიის განვითარების ბანკია, დაიწყო.რეფორმა ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გამყარებას და ეხმარება საფონდო ბირჟების განვითარებას. ის გამოიწვევს, ადგილობრივ ვალუტაში, ლიკვიდური კაპიტალური ბაზრის განვითარებას გრძელვადიანი ფინანსური რესურსებით; ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციას მრავალი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორებიცაა კორპორაციული ობლიგაციები, დერივატები და აქციები. ასევე ის განავითარებს მარკეტის ინფრასტურქტურასაც, რაც მნიშნვლეოვნად წაახალისებს ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა და სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ სასურველი კითხვები.