[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა ბიზნეს ანბანის მონაწილეებთან

ბიზნესის სკოლა

2017 წლის 8 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბიზნეს ანბანის პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. შეხვედრა დატვირთული იყო მონაწილეთა ემოციებითა და მოლოდინებითა. ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს რჩევებიც მისცეს.

„ბიზნეს ანბანის“ პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, მიუხედავად მათ მიერ არჩეული სამომავლო პროფესიისა. პროექტის ტრენერები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა წარმატებულ მონაწილეს სერთიტიკატი გადაეცემა.