21 ნოემბერს, 13 საათზე, ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ტურიზმისა და ბრენდინგის საერთაშორისო ექსპერტს, ქ-ნ ანასტასია პეტრენკოს. მან სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ასევე მსოფლიოში მიღებული სტანდარტები, თანამედროვე მიდგომები და ინოვაციები ტურიზმისა და ბრენდინფის სფეროში. როგორც გამომცემლობა „იდენტურობის“ თანადამფუძნელმა, ქ-მა ანასტასიამ შზსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელო „ბრენდის იდენტობა, წარმატების რეცეპტი“, რომელშიც მოცემულია განმარტება, როგორ უნდა შეიქმნას კომპანიის უნიკალური ისტორია, რაც პროდუქტის მდგრადობისა და წარმატების წინაპირობაა.