ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 12 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა დოქტორანტურის სტუდენტებთან, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების მიღწევები და ჩატარებული კვლევების შედეგები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება.