[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან

ბიზნესის სკოლა

2017 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შეხვდა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ბიზნესის ადმინისტრირების ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობას. კურსდამთავრებულები გაეცნენ პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კოპეტენციებს რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიიღწევა. შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება პროგრამის შესახებ და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი რეკომენდაციები.