[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა შავი ზღვის რურალური ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამის ექსპერტ ბატონ რიჩარდ შეპარდთან

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის რურალური ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამის ცნობილი ექსპერტი ბატონი რიჩარდ შეპარდი ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 სექტემბერს. იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ილიას ჩილოღლუს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თეა კბილცეცხლაშვილს, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორს პროფესორ კახაბერ ჯაყელს და პროფესორ გიორგი ღლონტს. მხარეები შეთანხმდნენ რომ შზსუ და   შავი ზღვის რურალური მდგრადი ტურიზმის  პროგრამა განავითარებენ მჭიდრო პარტნიორობას.

ბატონმა რიჩარდ შეპარდმა მიიწვია შზსუ  შავი ზღვის რურალური ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის და გამოხატა თავისი დიდი მხარდაჭერა შზსუ-სა და მისი სტუდენტების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოოპერაციისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი გამოწვევებში ჩართვისათვის.