[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მემორანდუმი კომპანია “Minusquare”-თან

ბიზნესის სკოლა

17 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ-ქართულ კომპანია მაინუსქუერს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორმხრივი თანამშრომლობა მიმართულია შზსუ-ს სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისაკენ. მხარეები ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებისა და დასაქმების ბაზრის უკეთ შესწავლის მიზნით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა კომპანიის მიერ სტუდენტების პრაქტიკულ კომპონენტში ჩართვა, ერთობლივი საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება.