[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის თანამდებობაზე

ბიზნესის სკოლა

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- – წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს ( www.moore-global.com ).

 

აუდიტორის ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

თუ შენ

· ხარ პროაქტიული

· გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა

· გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ

· მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ 

· მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ

 

ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!

ჩვენ გთავაზობთ:

· მზარდ ანაზღაურებას;

· უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;

· პიროვნული განვითარებისა და სწრაფი სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

· მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;

· ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;

· მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

· ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;

· საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას;

· ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი 20 აგვიტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება აუდიტორის ასისტენტი“.