13-15 აპრილს ჩატარდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროექტი: „ჩემი ბიზნეს გასაღები“ (გააღე წარმატების კარი), რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან და პრაქტიკოსებთან მუშაობა და შუექმნას მათ ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო. პროექტის მიზანია ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების ცნობადობის ამაღლება სკოლის მოსწავლეებში.
პროექტის ფარგლებში განხილული იქნება შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. პროექტს გაუძღვებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორები და იმუშავებენ ცნობილი კომპანიების მაგალითებზე დაფუძნებულ რეალურ ქეისებზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს, რომელთაც სურვილი აქვთ სამომავლო გეგმები დაუკავშირონ ბიზნეს-საქმიანობას. ყველა დაინტერესებული პირისთვის პროექტში მონაწილეობა უფასოა. პროექტი დასრულდება “ბიზნეს თამაშით (Business Game)’’, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. პროექტის ყველა მონაწილეს კი, გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი. რატომ „ჩემი ბიზნეს გასაღები“? საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება; წარმოდგენის შექმნა საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებზე; აკადემიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; უნივერსიტეტის პროფესორებთან მუშაობის გამოცდილება; ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო.