[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Novelty today იბსუს სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს

ბიზნესის სკოლა

სოციალური პლატფორმა Novelty today იბსუს სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.

კარიერის დაგეგმის სამსახურის ინიციატივით,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენეტებისთვის, გაიმართა შეხვედრა Novelty Today-ს წარმომადგენლებთან.

კომპანია იბსუს – სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს, ანაზღაურებად სტაჟირებებას დასაქმების პერსპექტივით და ვაკანსიებს.

კომპანია სტუდენტებს სთავაზობს, გახდნენ სილიკონ ველზე მოქმედი startup-ის პირველი ოცი დასაქმებულიდან ერთ-ერთი. კომპანია მუშაობს მობაილ აპლიკაციებზე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია AppStore-ში და Google Play-ში.

Novelty Today სტენდფორდში დაფუძნებული სოციალური პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება დასაქმდენენ საერთაშორისო ბაზარზე და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.