[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა მეოთხე კურსის სტუდენტებთან პრაქტიკის კომპონენტთან დაკავშირებით

ბიზნესის სკოლა

2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში გაიმართა შეხვედრა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტებთან, სავალდებულო სასწავლო კომპონენტთან, პრაქტიკასთან დაკავშირებით. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას აღნიშნული სასწავლო კომპონენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პრაქტიკის სასწავლო კომპონენტის სილაბუსის და ასევე პრაქტიკასთან დაკავშირებული პროგრამის მოთხოვნების გაცნობა.

შეხვედრისას სტუდენტები გაეცნენ პრაქტიკის განხორციელების ისეთ დეტალებს, როგორიცაა პრაქტიკის ხელმძღვანელთან და მენტორთან შესასრულებელი საკონტაქტო საათები, მისაღწევი კომპეტენციები, პრაქტიკის ანგარიშის წარმოდგენა პრაქტიკის ხელმძღვანელთან, სემესტრის ბოლოს პრაქტიკის დაცვა, პრეზენტაციის წარმოდგენა ფაკულტეტის მიერ შედგენილი კომისიის წინაშე შეძენილი ცოდნისა და უნარების დემონსტრირების მიზნით.