19 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა გამართა შეხვედრა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტებთან სავალდებულო სასწავლო კომპონენტთან – “BUS404 პრაქტიკასთან“ დაკავშირებით. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფრომირებას აღნიშნული სასწავლო კომპონენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პრაქტიკის სასწავლო კომპონენტის სილაბუსის და ასევე პრაქტიკასთან დაკავშირებული პროგრამის მოთხოვნების გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვის სამსახურის უფროსი და სტუდენტებს გააცნო კომპანიების სია, სადაც მოხდება სტუდენტების გაგზავნა.
შეხვედრისას სტუდენტები გაეცნენ პრაქტიკის განხორციელების ისეთ დეტალებს, როგორიცაა: პრაქტიკის ხელმძღვანელთან და მენტორთან შესასრულებელი საკონტაქტო საათები, მისაღწევი კომპეტენციები, პრაქტიკის ანგარიშის წარმოდგენა პრაქტიკის ხელმძღვანელთან, სემესტრის ბოლოს პრაქტიკის დაცვა, პრეზენტაციის წარმოდგენა ფაკულტეტის მიერ შედგენილი კომისიის წინაშე შეძენილი ცოდნისა და უნარების დემონსტრირების მიზნით.