[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელთა მშობლებთან

ბიზნესის სკოლა

2017 წლის 7 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა პირველკურსელ სტუდენტთა მშობლებს.

შეხვედრა გახსნა და ფაკულტეტის თანამშრომლები წარადგინა ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა. ფაკულტეტის წარმომდგენლებმა გააცნეს სტუმრებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან პროექტებზე, რომლებსაც ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს.

შეხვედრის დასასრულს, მშობლებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ლექტორებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.