[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სემინარი პარალელურ გამოთვლებში

ბიზნესის სკოლა

21 აპრილს, 12:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, პარალელური გამოთვლების შესახებ გაიმართება სემინარი.

შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე კარლოს რუფინო ამარო გაუძღვება.

მას აქვს დოქტორის ხარისხი განაწილებულ და პარალელურ სისტემებში. ასევე, იგი არის ინფორმატიკის მიმართულების კოორდინატორი ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

ხოსე კარლოს რუფინო ამარო ლექციებს კითხულობს ისეთ საგნებში, როგორიცაა: ოპერაციული სისტემები, კომპიუტერული ქსელები და პარალელური გამოთვლები.

სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://goo.gl/forms/pq8cMkWZB5