[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Peer Teaching მეთოდის გამოყენებით მარკეტინგის პროგრამის სტუდნეტებმა ტრენინგი ჩაატარეს

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, ლექტორთან, გიორგი რობაქიძესთან ერთად, Peer Teaching მეთოდის გამოყენებით ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა“.
ტრენინგი განხორციელდა სასწავლო კურსის, ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების, ფარგლებში. Peer Teaching სწავლების მეთოდი ადაპტირებულია ევროპულ უნივერსიტეტებში. იგი მნიშვნელოვნად ავითარებს სტუდენტების სასწავლო გარემოს, სადაც ისინი გუნდურად მუშაობის პრინციპებს ეუფლებიან. მსგავსი მიდგომები ასევე აძლიერებს სასწავლო პროცესში სტუდენტების ჩართულობის, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარებს.
ტრენინგის მონაწილეები დაინტერესდნენ წარმოდგენილი მასალებით და შემოქმედებითი განხილვით. სტუდენტების აზრით, მსგავსი ტრენინგების ჩატარება ხელს უწყობს მათი კრიტიკული აზროვნების სრულყოფას და პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებულ სწავლებას.