[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პრეზენტაცია კარლოუს ტექნოლოგიების ინსტიტუტის შესახებ

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2 აპრილს უმასპინძლა კარლოუს ტექნოლოგიების ინსტიტუტის (Institute of Technology Carlow) საერთაშორისო ურთიერთობათა ოფიცერს, ქ-ნ რეიჩელ ნაი ნილს, რომელმაც გამართა პრეზენტაცია აღნიშნული სასწავლებლისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. IT Carlow გახლავთ ირლანდიის ერთ-ერთი მოწინავე სასწავლებელი ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და ბიზნესის მართვის კუთხით. დაარსებიდან (1970 წელი) დღემდე სასწავლებელი დაამთავრა 50 ათასზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა სტუდენტმა. შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა, აუდიენციამ მიიღო ინფორმაცია კარლოუს ტექნოლოგიების ინსტიტუტში არსებული აკადემიური პროგრამების, მისაღები მოთხოვნებისა და საგანაცხადო პროცედურების შესახებ.