15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა.
მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.