[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენელი ინსუბრიას უნივერსიტეტში

ბიზნესის სკოლა

2019 წლის, 13-25 მაისს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენელი, ქრისტინა ლაზარიდი, დაესწრო ინსუბრიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პრაქტიკუმის პროექტს ქალაქ ვარეზეში (იტალია). საერთაშორისო სემინარი არის ინოვაციური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციურ სწავლებას და რომლის მიზანია სამეწარმეო განათლება და მართვის უნარების განვითარება საერთაშორისო კონტექსტში.

“პროექტში მონაწილეობა ჩემთვის იყო სიახლე, გავიცანი ახალი ქვეყანა და მისი კულტურა, რამაც ხელი შეუწყო ჩემი მსოფლმხედველობის გაფართოებას. მივიღე ახალი ინფორმაცია და დავამყარე ახალი ურთიერთობები. გარდა ახალი ცოდნისა და გამოცდილებისა, მივიღე უზარმაზარი ენერგეტიკული მუხტი და მოტივაცია შემდგომი კვლევების და პროფესიული განვითარებისთვის.“