[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„მწვანე ეკონომიკის სკოლა“

ბიზნესის სკოლა

23-25 ივლისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მონაწილეობას იღებს პროექტში „მწვანე ეკონომიკის სკოლა“. პროექტის ორგანიზატორია გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი, პროექტის მხარდამჭერები კი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის.

პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ იმ პროგრამებთან, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

პროექტში მონაწილეობს საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეულ 20 სტუდენტი, მათ შორის შზსუ-ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის 3 სტუდენტია. პროექტის ფარგლებში სტუდენტები გადამზადდებიან და გადანაწილდებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური ან ეროვნული ბიზნეს გეგმებისა და მოდელების შესამუშავებლად. გამარჯვებული ბიზნეს მოდელები პროექტის ფარგლებში დაფინანსდება.

მდგრადი განვითარების მიზნებისა და „მწვანე სკოლის“ მხარდასაჭერად პროექტის ინიციატორ ორგანიზაცია CENN-თან პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტებმა და პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.